ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამას იწყებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს.

მედიის ინფორმაციით, ოთხი შტატი - როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი - პროგრამისთვის ზომის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.