საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვულოცავთ აშშ-ის ყველა მოკავშირეს, მეგობარსა და ხალხს. ეს დღე არის დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. პარტნიორობა რჩება ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედში უსაფრთხოების, +დემოკრატიისა და კეთილდღეობის ზრდის უზრუნველსაყოფად“, – წერს კახა კუჭავა Twitter-ის
გვერდზე.
ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.