სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე ულოცავს.

„აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 4 ივლისი არის შანსი გავიხსენოთ ის 245 წელი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მსოფლიოსათვის აშშ იმედის შუქურას წარმოადგენდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.