რომის პაპს გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდება

Vatican News-ის ინფორმაციით, რომის პაპ ფრანცისკეს კუჭზე ოპერაციას გაუკეთებენ.

როგორც ცნობილია, პაპი დღეს რომში, ჯემელის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, სადაც დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა პაპს დიეტის დაცვის რეკომენდაცია მისცეს, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.

ოპერაციას პაპ ფრანცისკეს სერხიო ალფიერი ჩაუტარებს.

ამასთანავე, როგორც პაპის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მათეო ბრუნიმ განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაპის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ბიულეტენი გამოქვეყნდება.