ახალგაზრდა კაცმა მოზარდი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.

ის მოზარდის გადარჩენას ცდილობდა, რომელსაც ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. გოგო გადაარჩინეს, თუმცა თავად შოთა ქარსელაძემ ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცურვა არ იცოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.