აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, სავარაუდოდ უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე სხვა შტამები.
ფაუჩის თქმით, ვირუსის აღნიშნული ვარიანტი აშკარად უფრო ინფექციურია და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ვრცელდება.
ენტონი ფაუჩის თქმით, სამეცნიერო მონაცემების თანახმად, რომლებსაც ამერიკელი მკვლევრები გაეცნენ, მითითებული შტამი „უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა“, რადგან ის იწვევს უფრო სერიოზულ დაავადებას, რაც ჰოსპიტალიზაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში, გარდაცვალების საფუძველია.