აშშ-ის ზოოპარკებში ცხოველების კოვიდვაქცინაცია დაიწყო

აშშ-ში, ქალაქ ოკლენდის ზოოპარკში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ცხოველების აცრა დაიწყო.

როგორც ზოოპარკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველად ვაქცინაცია ჩაუტარდათ რისკ-ჯგუფის ცხოველებს: ვეფხვებს, დათვებს, გრიზლის, მთის ლომებს, მაჩვებს. ამ ცხოველებმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. შემდეგ ვეტერინარები პრიმატებს, ღამურებს და ღორებს აცრიან.

„ამ დრომდე ვიყენებდით ბარიერებს იმისთვის, რომ ცხოველები COVID-19-ით ინფიცირებისგან დაგვეცვა, ახლა კი მოხარულები ვართ, რომ ცხოველების დაცვა ვაქცინაციის შედეგად შეგვიძლია“, - განაცხადა ოკლენდის ზოოპარკის ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს გერმანმა.

ცხოველების ვაქცინაცია Zoetis- ის ვაქცინით მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, ადამიანებისთვის განკუთვნილი ვაქცინების მსგავსად, ვირუსის გამოჩენიდანვე კომპანიამ დაიწყო მუშაობა შეექმნა სპეციალური ვაქცინა ცხოველებისათვის.

,,შარშან, როდესაც ჰონგ კონგში პირველი ძაღლი დაინფიცირდა COVID-19- ით, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ვაქცინაზე, რომლის გამოყენება შინაურ ცხოველებში შეიძლება და რვა თვეში დავასრულეთ უსაფრთხოების თავდაპირველი კვლევები, რომლებიც მსოფლიოს წარმოვადგინეთ", - აცხადებს წარმომადგენელი.

ცხოველებისთვის ვაქცინა აშშ-ში ზოოპარკებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიიღეს. ვაქცინა ზოოპარკებს კომპანია Zoetis-მა გადასცა. გამოცდილმა მკვლევრებმა ასევე დაამზადეს ვაქცინა კატების, ძაღლების, შინაური ფრინველებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ასაცრელად.