თბილისი პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს. აქციის მონაწილეებმა ჯებირები გადალახეს და კარვები დაშალეს.
ისინი დილის 10 საათიდან ქაშვეთის უკან შეიკრიბნენ. მოძალადე ჯგუფებმა წინასწარ დააანონსეს ღირსების მარშის ჩაშლა.
ცნობისთვის, დღეს ,,თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ,,ღირსების მარში" გაიმართება. როგორც საორგანიზაციო გუნდი აღნიშნავს,ისინი მუშაობენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.
ამავდროულად, დღესვე დაგეგმილია ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია. მათ გუშინ რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით მათი მიზანია, რომ ,,თბილისი პრაიდის" ღონისძიება არ გაიმართოს.