„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით.
„ისინი არიან ჩართულები და ისინი უკეთებენ ორგანიზებას ამ მარშს და აქციებს. მათი მიზანია, სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა არ განხორციელდება და ამას არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.