ბრიტანეთის საელჩო: LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას

,,LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას", - ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით დაცული ყველა საქართველოს მოქალაქის უფლება.

,,თვალს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBTI+ მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ყველა საქართველოს მოქალაქის უფლება", - აღნიშნულა განცხადებაში.

გერმანიის ელჩის წერილი საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს

ისრაელის საელჩო: საქართველოსა და ისრაელის ერები ერთიანნი არიან ადამიანის უნივერსალური უფლებების პატივისცემაში