დღეს, თბილისში მიმდინარე პროცესებსა და ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციას უცხოური გამოცემები ეხმაურებიან.
,,თბილისი პრაიდი ძალადობრივი პროტესტის ფონზე გაუქმდა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ი.
გამოცემა წერს, რომ ლგბტ აქტივისტებმა საქართველოში გააუქმეს გეების უფლებების ღონისძიება მას შემდეგ, რაც მათ ოფისში შეიჭრნენ ,,ექსტრემისტი მემარჯვენეები".
სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები დაგმეს არაერთმა საელჩომ, რომლებმაც ხელისუფლებას მოუწოდეს ძალადობის შეჩერებისკენ.
ბრიტანული მედია ხაზს უსვამს, რომ მომხდარის შედეგად 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა.
,,საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, შეკრებილებს ღირების მარშის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ლოცვისკენ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონსერვატიულ ქვეყნად რჩება", - აღნიშნულია სტატიაში.
კიდევ ერთი ბრიტანული მედია, რომელის თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება Guardian-ია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალადობა დაიწყო ღირსების მარშის მსვლელობის გამო თბილისში, ქალაქში, სადაც აქტიურია ლგბტქ საზოგადოება, სადაც ასევე დაფიქსირდა ჰომოფობიური ძალადობა ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკოსებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერების ხელმძღვანელობით.
,,ძალადობამ შეძრა საქართველოს მცდელობები, გააძლიეროს მისი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების რწმუნებათა სიგნალები", - აღნიშნულია სტატიაში.