გერმანიაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 267 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 815 746-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 267 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 12 814-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.