ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა

ჯეფ ბეზოსმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მის მიერვე დაფუძნებულ კომპანია Amazon-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრველებს.

როგორც ცნობილია, ბეზოსმა გადაწყვეტილება კომპანიის 27 წლისთავზე მიიღო.

Amazon-ის ახალი გენდირექტორი ენდი ჯესი გახდა, რომელიც Amazon Web Services ხელმძღვანელობდა.

ჯეფ ბეზოსი ისევ რჩება Amazon-ის უმსხვილეს აქციონერად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ.