რაფაელა კარა გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი, მოცეკვავე, ტელეწამყვანი და მსახიობი რაფაელა კარა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1970 წელს კარას ჰქონდა ჰიტი Tuca Tuca, რომელიც მისთვის ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ჯანი ბონკომპანიმ დაწერა.

1971 წელს მისი კიდევ ერთი სიმღერა იქცა ჰიტად – Chissà se va.

მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სინგლი იყო “Tanti Auguri”. არანაკლებ პოპულარული აღმოჩნდა “A far l’amore comincia tu”. სიმღერა ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტში მეცხრე ადგილზე იყო.

1977 წელს კარამ ჩაწერა სინგლი “Fiesta“ ესპანურ ენაზე. რადგანაც სიმღერა ჰიტად იქცა, Fiesta მუსიკოსმა ფრანგულად და ინგლისურადაც იმღერა.

რაფაელა კარამ იმუშავა ბობ სინკლერთან ერთად სიმღერაზე Far l’Amore, რომელიც „იუთუბზე“ 2011 წლის 17 მარტს გამოჩნდა.

70-იან წლებში, რაფაელა, იტალიისა და ესაპანეთის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მომღერალი გახდა. მომღერალმა 70-ზე მეტი მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

კინოში მისი დებიუტი, 1952 წელს შედგა და 1959 წლამდე, ფილმში ბავშვებსა და მოზარდებს განასახიერებდა.

1960 წელს, რომში, კინემატატოგრაფიის ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის ჰოლივუდშიც.