ბელგიის მთავრობა გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ვაქცინაცია უფასო იყოს,- ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრენკ ვანდენბრუკმა განაცხადა, რომ მათი მიზანი მოსახლეობის სულ მცირე 70 პროცენტის ვაქცინაციაა.
„პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრება სამეცნიერო მოსაზრებებისა და სოციალური დებატების საფუძველზე”, - განაცხადა ვანდენბრუკემ.
მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო არ იქნება, თუმცა ყველა მსურველი უფასოდ აიცრება.
ბელგიაში 11. 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 540 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 14 000-ს აჭარბებს.