აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში ეხმიანება.
მისი თქმით, აშშ გმობს ძალადობას საქართველოს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.
„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ძალადობაში მონაწილეები“, - წერს ნედ პრაისი Twitter-ზე.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა