გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ორშაბათს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, პორტუგალია და რუსეთი აღარ წარმოადგენენ კორონავირუსის "ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშ არეალს", რაც ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას ამცირებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, ოთხივე ქვეყანა ახლა მიიჩნევა კორონავირუსის ფართო გავრცელების რეგიონებად, რაც ნიშნავს, რომ მათ მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ჩასვლა, თუმცა 10-დღიანი კარანტინის გავლის პირობით;

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის ვადა შესაძლებელია, შემცირდეს ხუთ დღემდე, კორონავირუსის ნეგატიური ტესტის შემთხვევაში.