ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებისთვის საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება.
ხოლო, ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
„ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელ-ფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით.
წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.