COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 407 ადამიანს დაუდასტურდა, 591 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 371 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 355 718, გარდაიცვალა 5 383 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 913 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.68%.

ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან 922 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 54, იმერეთი - 125, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 32, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 72, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 166, საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 697, აჭარაში - 153, იმერეთში - 380.

მძიმე პაციენტი: 658, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში - 32, იმერეთში -150.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 167, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 6, იმერეთში - 11.

837 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 630 - თბილისში, 195- აჭარაში. 6 368 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 928 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 230 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 644, პირი, აჭარაში - 604, იმერეთში - 904.