„ფუნდამენტურ უფლებებს იმ ლამაზი ისტორიის მხოლოდ ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს, რომლის დაწერასაც ჩვენ და ევროკავშირი საქართველოსთან ერთად ვცდილობთ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის ფაქტების შეფასებისას.
„ზოგიერთები იფიქრებენ, რომ განცხადება შესაძლოა, მოკლეა, თბილისის ქუჩებში დღევანდელი მასშტაბური ძალადობის შემდეგ. თუმცა, რომ არ მჯეროდეს სიტყვის ძალის, არ ვიქნებოდი დიპლომატი და იურისტი. საფრანგეთი და ევროკავშირი გმობენ ამ ძალადობას, თხოვენ მთავრობას, გააკეთოს, რაც საჭიროა მის შესაჩერებლად. სამოქალაქო საზოგადოების, ლგბტქი+, ჟურნალისტების კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაცული უნდა იყოს. ფუნდამენტურ უფლებებს იმ ლამაზი ისტორიის მხოლოდ ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს, რომლის დაწერასაც ჩვენ, საფრანგეთი და ევროკავშირი, საქართველოსთან ერთად ვცდილობთ“.