რუსეთში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 442 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 971 013-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 442 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 33 931-ს მიაღწია.

რუსეთში კოვიდ 19-სგან დღემდე 1 475 904 ადამიანი განიკურნა.