საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

პარასკევს, 2021 წლის 9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საჩუქრად გადასცა საქართველოს. შაბათს, 10 ივლისს, 14:00 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.