დავით ზალკალიანმა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ანარ კარიმოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, განიხილეს კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები და ინიციატივები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

"აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კულტურის სფეროშიც.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.