ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ქართველებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუნდაც კონკრეტულ კონტექსტში ეს არაპოპულარულად ან სადავოდ მიიჩნეოდეს.
როგორც პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ ლიდერებისა და სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს.
„ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცველები ვალდებულნი არიან გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები დაიცვან და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ. ქართველებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუნდაც კონკრეტულ კონტექსტში ეს არაპოპულარულად ან სადავოდ მიიჩნეოდეს. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხია დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს, დაიცვან ჟურნალისტები და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, - განაცხადა პრაისმა.