ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, ლატვიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოლდოვას, ჩერნოგორიას, ალბანეთსა და კენიასაც გადასცეს
„ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ალბანეთი და კენია. ჩვენ ამ პანდემიას ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დავძლევთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას დაანონსა, რომ ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს.