Bloomberg-ი: რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხეს

Bloomberg-ის ინფორმაციით ჰაკერულმა დაჯგუფება Cozy Bear-მა, რომელსაც აშშ-ში რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურთან აკავშირებენ, რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხა.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ჰაკერული შეტევა გასულ კვირას განხორციელდა. რა მონაცემებზე მიიღეს წვდომა ჰაკერებმა, არ ხმაურდება.

Bloomberg-ის მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა კორპორაცია Synnex-ის სერვერზე მოხდა, რომელსაც რესპუბლიკური პარტია იყენებს.

3 ივლისს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, 1 000-მდე კომპანია დააზარალა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და ჰაკერების კავშირში ეჭვი ეპარება.