ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. სიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
როგორც ცნობლია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 11 განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი, 17 მოქალაქეს აქვს.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები:
1. ვილი პაჭკორია
2. მაია გურამიშვილი
3. გიორგი კალანდარიშვილი
4. ლილი ბეგიაშვილი
5. იმედა კლდიაშვილი
6. გიორგი სანტურიანი
7. ილია ჭანტურაია
8. ბონდო გასვიანი
9. გულნარა გიგიბერია
10. ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძე
11. ლიანა გაბისონია
ცესკო-ს წევრობის კანდიდატები:
1. ემზარ კაკულია
2. გია ცაცაშვილი
3. კონსტანტინე ჩიტანავა
4. ლელა ტალიური
5. თამაზ თაყაძე
6. ანა მიქელაძე
7. მერი აფხაზავა
8. მარი კაპანაძე
9. არჩილ მდივნიშვილი
10. გულქანი ქურასბედიანი
11. გიორგი მარსაგიშვილი
12. ქეთევან მიქელაძე
13. ინგა მათიაშვილი
14. მაია ზარიძე
15. თამარა სართანია
16 . აკაკი ხუსკივაძე
17. ვალერიან მაისურაძე
საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. ამასთან, კომისიამ შესაძლოა რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.