საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.
,,საქართველის ფარიკაობის ფედერაცია ულოცავს საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს, რომლებმაც პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავეს.მსოფლიო ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.მწვრთნელები: მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე.დღესვე რაპირაში დიანა ჯიშიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.