5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 5 ივლისის ღონისძიებაზე არსებობდა სერიოზული რისკები და ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ღია და დახურული წყაროებიდან ჰქონდა.
როგორც ინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გაფრთხილების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის და არც მასშტაბის შეცვლას.
„რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებითაც რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა.
ამავე დროს, გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება მსგავსი ღონისძიების ჩატარების. ასევე შეხვედრა შედგა შს მინისტრსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის პირებთან, სადაც შს მინისტრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ 1-3 ივლისის ღონისძიებასთან მიმართებაში სრულად იქნებოდა დაცული მონაწილეთა შეკრება მანიფესტაციის უფლება. ხოლო რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას არსებობდა სერიოზული რისკები, რაც ღია და დახურული წყაროებიდან შს სამინისტროს ჰქონდა. მიუხედავად ჩვენი არა ერთი გაფრთხილებისა ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის, არც მასშტაბის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობდით ალტერნატიულ ლოკაციებს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა დარახველიძემ.