არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთაველზე, ბოლო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მან პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება.
მისი თქმით, ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით.
"არანაირი ვანდალიზმის და ძალადობის ფაქტი არაფრის საწყისი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, ძალადობა არ შობს არაფერს.
პრემიერისგან გავიგე, რომ სამართალდამცველი ორგანოები ჩართული არიან სრული ძალით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ძალადობაში, წარსდგება სასამართლოს წინაშე.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშას რაც შეხება, ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით აღმართა ეს დროშა და დააბრუნა თავის ადგილზე", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.