გიგანტური ქვიშის სასახლე, რომელიც დანიაში ააშენეს და რომლის სიმაღლე 21,16 მეტრია, გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა.
ჩრდილოეთ დანიის ქალაქ ბლოხუსში აშენებული ქვიშის სასახლე 3,5 მეტრით მეტია, ვიდრე წინა რეკორდსმენი სასახლე, რომელიც 2019 წელს გერმანიაში აშენდა. მისი სიმაღლე 17,66 მეტრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს დაახლოებით 4,8 ტონა ქვიშა, ასევე გამოიყენეს თიხა და წებოს ფენა სიმყარისთვის.
ციხე პირამიდული ფორმისაა, რათა მისი სტრუქტურა არ ჩამოიშალოს. მის გარშემო ხის ნაგებობებია, რომლებიც მხატვრებს ქვიშაში მშვენიერი ფიგურების ამოკვეთის საშუალებას აძლევს.
ჰოლანდიელმა დიზაინერმა ვილფრედ სთიგერმა განაცხადა, რომ მისი შემოქმედება კორონავირუსის პანდემიით იყო შთაგონებული.