ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი, რობერტ დაუნი უფროსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის შვილმა, რობერტ დაუნი უმცროსმა განაცხადა.
"წუხელ, პარკინსონის დაავადებისგან წლების განმავლობაში ტანჯვის შემდეგ, მამა მშვიდად გარდაიცვალა ძილში. ის ნამდვილი ინდივიდუალისტი კინორეჟისორი იყო და საოცრად ოპტიმისტი იყო ამ დროის განმავლობაში", - წერს რობერტ დაუნი უმცროსი.
რობერტ დაუნი უფროსი 1936 წელს დაიბადა.