დავით ზალკალიანი: ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას, საიდანაც 3,9 მილიარდი საქართველოსთვისაა გათვალისწინებული

მსგავსი პროექტი კონკრეტული სამოქმედო გეგმებით არის უპრეცედენტო და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში თვისობრივად შეცვლის სურათს როგორს ჩვენს ქვეყანაში ისე მთლიანად რეგიონში , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ვარჰეის საინვესტიციო გეგმა არის როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

"სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი და მის მიერ გაჟღერებული საინვესტიციო გეგმა გახლავთ როგორც მნიშვნელოვანი პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური გზავნილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

ევროკავშირის მიერ დასახელებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებში სიახლე და მნიშვნელოვანი კომპონენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა , რომელიც ორიენტირებულია სოციალური ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებაზე.

ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სოლიდური ფინანსური ინვესტიცია განახორციელოს, საიდანაც 3,9 მილიარდი გათვალისწინებულია საქართველოსთვის. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან. კერძოდ, ეს არის ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის უმთავრესად შავ ზღვაზე, რაც უფრო მეტად შესაძლებელს გახდის ავითვისოთ ღრმა და ყოვლისმომცემი თავისუფლების ვაჭრობის შეთანხმება და ის პრაქტიკული შედეგები, რასაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, შავი ზღვის ეკონომიკური დაკავშირებულობის პოტენციალის ათვისებით საქართველო გაიმყარებს პოზიცებს როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავრი ღერძი“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, გეგმა ითვალისწინებს, 5 ინიციატივას, როგორიცა წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკური კაბელების გაყვანა, ასევე საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, პორტების განახლება, მცირე და საშუალო საწარმოთ მხარდაჭერა, ევროკავშირთან ვაჭრობის მეტი დივერსიფიკაციის მიზნით, ინტერნეტიზაცია დაურბანული ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

"წარმოდგენილი ამბიციური დღის წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. გაუზიარებს იმ სიკეთეებს, რომლებიც ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს არის მკაფიო გზავნილი ევროკავშირისგან და ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, ვინც „საზოგადოებაში აქტიურად ნერგავს ანტიევროპულ განწყობებს და ნიჰილიზმს“.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ჩვენს ქვეყანაზე დადებითად აისახება.

„ეს არის ჩვენი პასუხი , ჩვენი თანმიმდევრული და შეუქცევადი სვლით ევროკავშირისკენ ზუსტად ასეთი კონკრეტული გეგმებით, რომელიც დღეს იქნა წარმომადგენელი ევროკავშირის მხრიდან.

ეს არის ზუსტად ის, რაც ზრდის საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონში როგორც ევროკავშირის ყველაზე ახლო მოკავშირის და ერთგული პარტნიორის. გადაუჭარბებლად შიძლება ითქვას, რომ მსგავსი პროექტი კონკრეტული სამოქმედო გეგმებით არის უპრეცედენტო და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში თვისობრივად შეცვლის სურათს როგორს ჩვენს ქვეყანაში ისე მთლიანად რეგიონში. ამ პროექტის შედეგებს იგრძნობს თითოეული საქართველოს მოქალაქე და მათ კეთილ დღეობაზე აისახება, ქვეყნის განვითარებაზე და საბოლოდ მიგვიყვანს მიზნამდე, რაც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს