დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა

დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.

ცნობისთვის, ეს მეორე მიწისძვრაა, რომელიც დღეს, სოფელ სამებასთან მოხდა.

პირველი მიწისძვრა, თბილისის დროით 15:08 საათზე მოხდა.