ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აარი ლემიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია რუსეთის მიერ სანქტ-პეტერბურგში ესტონეთის კონსულის მარტა ლიატეს პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, როგორც წესი, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში დიპლომატის გაძევებას სიმეტრიულ პასუხს გასცემენ.
ლემიკმა რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების სხა დეტალები არ გაამხილა.