პოლიციის განცხადებით, ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინოფრმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, ხოლო ოფიცრები ცდილობენ ქვეყნის დედაქალაქში დარჩენილი ეჭვმიტანილები იპოვონ.
"ისინი უნდა მოკლან ან დააკავონ", - თქვა პოლიციის უფროსმა ლეონ ჩარლსმა.
პოლიციის უფროსის თქმით, გათავისუფლებულია მძევლად აყვანილი სამი სამართალდამცველი.
გავრცელებული ვერსიით თანახმად, თავდამსხმელები უცხოელი დაქირავებული მკვლელები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. ჰაიტის ოფიციალური ენებია კრეოლი და ფრანგული.
მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს თავი.
როგორც ცნოლია, თავდასხმისას დაშავებული პირველი ლედი მარტინა მოისი სამკურნალოდ აშშ-ში, კერძოდ კი, მაიამიში გადაიყვანეს.
შეახსენებთ, რომ გუშინ, ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს.
დაჭრილია მისი მეუღლე.