გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ზომებს გაგებით მოეკიდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მერკელმა აღნიშნა, რომ სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, მიღებული გადაწყვეტილებები კი მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული იყო.
„თუმცა, იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა მიუნხენში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.