პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ანიმაციამ ორი ჯილდო აიღო

პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციურ ნამუშევარს „მიტოვებული სოფელი“ ორი ჯილდო გადაეცა.

ფესტივალის Facebook-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ანიმაციამ ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.

ანიმაციური ფილმის რეჟისორი მარიამ კაპანაძეა.

,,მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

,,მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და ,,ქართული ფილმი-აფხაზეთი“-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.