გორში,  „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს

გორში, „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით, რამდენიმე ადამინია დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი. ისინი გამთენიისას, სახლებში აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

„პირველი არხის“ ცნობით, ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს.

ნინო შავშიშვილის განცხადებით, მას სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

„ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პირი. ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან. ღამის საათებში მოხდა დაკავება. მოხდა სახლებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი არიან სტრესის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.