Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-თან საუბრისას მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, ეს ისეთი რამ არის, რაც დასავლეთში ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. ქართველი მაღალჩინოსნები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ საქართველო დასავლეთის ალიანსებში ინტეგრაციას აპირებს“, - აღნიშნავს პოლ გობლი.
ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, ისაა, დარწმუნოს საზოგადოება, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია და ასეთი ქმედებებისთვის სჯიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით.