Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით.
„აღშფოთებული ვარ ჟურნალისტებსა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. მე კარგად ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, ვიცი, როგორი კონსერვატორები არიან, განსაკუთრებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. შეძრული ვიყავი იმ კადრებით, სადაც სავარაუდოდ ჩანს, სასულიერო პირების (ვიმედოვნებ, რომ სიმართლე არ არის) ქმედებები ჟურნალისტების მიმართ“, - აღნიშნა მეთიუ ბრიზამ.