ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 043 ადამიანს დაუდასტურდა, 841 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 373 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 090, გარდაიცვალა 5 415 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.
ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან 652 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 198, საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 804, აჭარაში - 151, იმერეთში - 402.
მძიმე პაციენტი: 672, მათ შორის, თბილისში - 343, აჭარაში - 38, იმერეთში -147.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 170, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 5, იმერეთში - 12.
906 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 697 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 153 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 931პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 680, პირი, აჭარაში - 685, იმერეთში - 983.