ჯეიმს აპატურაი: ძალადობა პირდაპირ ეწინააღმდეგება NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს

Europetime-მა თბილისში, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ ეს NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„მკაცრად ვგმობ ძალადობას, რომელიც ამ კვირაში მოხდა და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის შეკრების უფლებას, უმცირესობების უფლებებს და მედიის პატივისცემას. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობ საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის პროგრესისთვის. ეს მოვლენები ძალიან დასანანია, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის“, - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი Europetime-თან.

Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

შსს: რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დავაკავეთ 100 ადამიანი, დაკავებულებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით