Sanofi France: Sanofi-ის ვაქცინა უფრო ეფექტიანია, ვიდრე - RNA ვაქცინები

ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია Sanofi-მა დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების მე-3 ეტაპი და სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყებს მის გამოყენებას. ამის შესახებ ინფორმაციას, Sanofi France-ის პრეზიდენტის ოლივიერ ბოგილოტის განცხადებაზე დაყრდნობით, Euractiv-ი ავრცელებს.

Sanofi-ის ვაქცინის მე-2 ფაზაზე ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგებით დადასტურდა რომ პრეპარატი "შესანიშნავია ორგანიზმის დაცვის თვალსაზრისით", - განაცხადა მრეწველობის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლეები მნიშვნელოვანია ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა შტამის" გავრცელების ფონზე. ხოლო ხელისუფლებამ უკვე მიუთითა, რომ მეოთხე ტალღა შეიძლება დაიწყოს მოსალოდნელზე ადრე და თუნდაც "ივლისის ბოლოს".

ამავდროულად, საფრანგეთში რამდენადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მზარდია, ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მედიცინის მუშაკების აცრა სავალდებულო უნდა გახდეს; ვარაუდობენ იმასაც, რომ სულ მალე ქვეყანაში ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო იქნება.

ამასთან, Sanofi-ის ვაქცინა Pfizer-ისა და Moderna-სგან განსხვავებით, RNA ტექნოლოგიას არ ეყრდნობა და სრულად „რეკომბინანტულ ცილას შეიცავს“, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ადამიანის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს და მას ვირუსული ცილა ექვემდებარება.

„ეს არის ის, რასაც გრიპის ვაქცინისთვის წლების განმავლობაში ვიყენებთ, როგორც გამოცდილ და უსაფრთხო სანდო ტექნოლოგიას“, - განაცხადა Sanofi France-ის პრეზიდენტმა ოლივიერ ბოგილოტიმ.

კომპანიის ინფორმაციით, Sanofi-ის ლაბორატორია უკვე მუშაობს ისეთ სტიმულატორებზე, რომლებსაც „შესანიშნავი, უფრო პერსპექტიული შედეგები აქვს, ვიდრე - RNA ვაქცინებს“.