ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია. მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს. ის სახლში მკურნალობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 117 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 16 219-ს შეადგენს.