ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, ე.წ. ინდურ შტამი ბავშვებშიც იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი საერთო ჯამში 15-დან 20%-მდე ფარგლებში ცირკულირებს და არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს.

„რა ინფორმაციაც მაქვს, ინდური შტამის 52 შემთხვევაში, რაც ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, ბავშვი არ არის, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა დასტურდება. ლაბორატორიული დადასტურებიდან ჩვენ შემდგომ ვაკეთებთ მოდელირებას, თუ რამდენი პროცენტი შეიძლება ცირკულირებდეს. ჩვენ ვასახელებთ უკვე 15-დან 20%-მდე საერთო ცირკულაციაში „დელტას" შტამს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს. იცით, რომ ის ახალგაზრდებს მეტად აზიანებს და მეტი გავრცელების, გადადების უნარი აქვს",- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება