საქართველოში რუმინეთის ელჩის ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს.
როგორც რაზვან როტუნდუ აცხადებს, საქართველოს AStrazeneca-ს ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცემა.
,,2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რუმინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის AStrazeneca-ს ვაქცინის 10 000 დოზის გადაცემის შესახებ. ვაქცინის მიწოდება უახლოეს დღეებში მოხდება", - წერს ელჩი Twitter-ზე.