ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა განაცხადა, რომ ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ გულშემატკივრები დასწრებას ვერ შეძლებენ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, სეიკო ჰაშიმოტომ განაცხადა, რომ სიტუაცია სამწუხაროა და ბოდიში მოუხადა მათ, ვინც ბილეთები შეიძინა.

მანამდე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 12 ივლისს ამოქმედდება და 22 აგვისტოს დასრულდება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყება 23 ივლისს იგეგმება.