ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა ქუთაისის აეროპორტიდანაც განახორციელოს ფრენები. ამის შესახებ მან ,,დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
„ორი კარგი სიახლეა - პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი. პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ Eurowings-ის პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა