აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიქსი თბილისში ამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ მკაცრად ვგმობ ძალადობას, LGBTQI+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. ეს არის დარღვევა მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების, და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.
ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.
მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.